ირაკლი კობახიძე: მედია გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება ჩვენი მიღწევაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ
„მკაფიოდ განვაცხადე, რომ სასამართლოში განიხილება ეს საკითხი და რა თქმა უნდა სასამართლოს გადასაწყვეტია ეს კონკრეტული დავა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის კითხის საპასუხოდ განაცხადა, - თუ რის გაკეთებს აპირებს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, რომ შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში ყველაზე კრიტიკული მედია საშუალება „რუსთავი 2“.