ბესელია: მთავრობის შემადგენლობაში ვიქტორ დოლიძის ყოფნა მაღალი პოლიტიკური კულტურის ნიშანია
„ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში არის ვიქტორ დოლიძე, ვფიქრობ, არის მაღალი პოლიტიკური კულტურის,დემოკრატიის ნიშანი და მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს“,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.