ბოკერია კვირიკაშვილს: არც დაინტერესებულხართ „რუსთავი 2“-ის საქმით?! იქნებ გული გაგისკდეთ რომ ჩაიხედოთ?!
„ბატონო გიორგი, მომესმა თუ თქვენ თქვით, რომ "საქმეს კარგად არ ვიცნობ და "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ჩამიხედია", კითხვა მაქვს, რატომ არ იცნობთ?!“, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს "რუსთავი 2"-თან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.