საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი - ლიდერი“ გაიმართა.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალშვილიან სამხედრო ოჯახს ესტუმრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ოისთაინ ბოს შეხვდა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა.
კოჯორში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა 1921 წლის თებერვალში თბილისის დასაცავად გამართული სამხედრო შეტაკებების შესახებ ლექცია მოისმინეს და საბრძოლო მოქმედებების თეატრი დაათვალიერეს.
საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენდერულ მრჩევლებს შეხვდა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვას ისახავდა მიზნად.
საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს უმასპინძლა. თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში 1 მარტიდან შეუდგება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More