01:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მინდია ჭ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
 

შსს-მ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გოდერძი წ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით დააკავეს.
 

საქართველოს პროკურატურა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე კიევიდან უარს ელოდება

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინიდან პასუხი მიღებული არ არის, თუმცა პროკურატურა უარს ელოდება, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 

გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება.

 

შესაძლოა, 12 წლის ფეხმძიმე გოგონას მშობლისა და მასწავლებლის პასუხისმგბელობის საკითხი დადგეს

სახალხო დამცველის აპარატმა კახეთის რეგიონში 12 წლის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განხორციელების სავარაუდო შემთხვევის შესახებ შესწავლა დაიწყო. 
 

შსს დაკარგულ პიროვნებას ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1996 წელს დაბადებულ ილია კონსტანტინეს ძე ნიჟარაძეს ეძებს.

თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეამოწმებს

თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური შეამოწმებს. 
 

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული გიორგი ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო (სოციალური) ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“-ს ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ხოლო მოქალაქე ვალერი ნ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

 

გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.

გათავისუფლდება თუ არა უგულავა პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი

 გათავისუფლდება თუ არა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.
 

მიხეილ სააკაშვილი: ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია გაუკეთონ
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 5 არასრულწლოვანი ამხილა

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული იური გ, 1998 წელს დაბადებული ოთარ კ, 1999 წელს დაბადებული გიორგი კ, 1999 წელს დაბადებული ლევან ლ. და 2000 წელს დაბადებული ლუკა ჟ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

მთავარი პროკურატურა: უკრაინა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს

უკრაინის მხარე მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ თანამშრომლობს და ძებნილი პირების ექსტრადირებაზე უარს აცხადებს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ცოლ-ქმარმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კუთვნილი 2 227 887 ლარი უკანონოდ მიითვისა

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ფხოველიშვილმა და მისმა მეუღლემ ზურაბ ნუცუბიძემ, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში კომპანიის  ანგარიშიდან  მათ კონტროლირებად ანგარიშებზე საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics