ქუმსიშვილი: საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, სასტუმროებშია გადაყვანილი
„საქართველოს 120-მდე მოქალაქე გადაყვანილია სასტუმროებში და ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ საქართველოში“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში მომხდარ ტერორისტულ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.