TCC მზად არის, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა
ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“ (TCC) მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა – საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა TCC–ის წარმომადგენლებთან გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.