სერ სუმა ჩაკრაბატი: ჩვენ გვსურს, საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივები შევცვალოთ
"ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა და ის, რომ წვლილი შევიტანოთ რეფორმების დაჩქარებაში, რათა საქართველოს ეკონომიკა გახდეს მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო ქვეყანა",-ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სენ სუმა ჩაკრაბატიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.