გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი ესტუმრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ყურადღება მსგავსი ვიზიტებისა და უღიარებლობის პოლიტიკის ფარგლებში აღნიშნული ქვეყნებთან დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია. სტიუარტ ტეილორი სასწავლო ცენტრს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსთან, პაატა პატიაშვილთან ერთად ესტუმრა.
მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტის სხვადასხვა სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის „INVICTUS GAMES“ („ძლიერთა თამაშები“) პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად აქტიურად ემზადებიან.
„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას ეწვია. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ჯარისკაცებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი ბატალიონის სამოქმედო რაიონში, სოფელ პეტავაში სასწავლო სემესტრის განახლებასთან დაკავშირებით ჩაიტანეს.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2016 წლის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2016 წლის თანამშრომლობის სამუშაო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა.
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More