03:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა“

ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა  5 000-დან  50 000 ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

ქუმსიშვილი: შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება აქციზისგან გათავისუფლდება

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.

ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში შემოსავლების სამსახურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

სერგეენკო ქორწინების დეფინიციაზე: ვფიქრობ, ამას კონსტიტუციური დადასტურება არ სჭირდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთების საჭიროება არ არსებობს.

სერგეენკო მოქალაქეებს სთხოვს, განსაკუთრებით ბავშვის საკვები პროდუქტის შეძენისას, ვარგისიანობის ვადას ყურადღება მიაქციონ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს,  განსაკუთრებით ბავშვის საკვები პროდუქტის შეძენისას, ვარგისიანობის ვადას ყურადღება მიაქციონ.

დავით სერგეენკო: მოვუწოდებ ყველას, შშმ პირებთან დაკავშირებული თემით სპეკულირებას თავი დაანებონ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების აქციას გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის წამროდგენილ ვერსიაში სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუარესებულია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ახალი პროექტით სასამრთლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუარესდება.

მარგველაშვილი: ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე აისახება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი: კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის პოლიტიკას

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე: „ყაზტრანსგაზის“ მიერ დაყენებულ საკითხებს ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული პასუხები გააჩნია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის  ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყაზტრანსგაზის შემთხვევაშიც, ყაზახური მხარისგან   საპრეტენზიო წერილი მიიღეს.

პრემიერი: საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე: არსებობს რესურსი, Интер РАО-სთან საკითხი მოლაპარაკების გზით დასრულდეს

ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით, საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას Интер РАО-ც გეგმავს.  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ დაადასტურა, რომ კომპანიისგან საპრეტენზიო წერილი მიიღეს.

კვაჭანტირაძე: წელიწადნახევრის წინ, აგრამუნტით შეშფოთებული ვიყავი, თუმცა მაშინ უსამართლო კრიტიკა დავიმსახურე

„წელიწადნახევრის წინ ვიყავი შეშფოთებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტის არჩევით, თუმცა მაშინ ბევრი კრიტიკა დავიმსახურე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძე სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე: პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია

„პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ორივე შესრულებულია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სოფიო ქაცარავა: თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოხატა პოზიცია, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი მკაფიო აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აგრამუნტი უნდა გადადგეს.

დოლიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასეთი ფართომასშტაბიანი პროცესის გამართვა არასდროს იყო შესაძლებელი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აქამდე საქართველოში არ ყოფილა შესაძლებლობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასეთი ინკლუზიური და ფართომასშტაბიანი პროცესი გამართულიყო.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics