ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.
"რომპეტროლის" 2 ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად ბოროტმოქმედებმა კომპანიას სერიოზული ფინანსური ზარალი ვერ მიაყენეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე უკვე საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ო.გ.–ს მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე შეწყალების აქტით გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს მოუწოდებს, შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საპრეზიდენტო პროგრამაში ჩაერთონ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის შეფასებით, სამი უვადო პატიმარი ქალის შეწყალების თაობზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ქვეყნის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ორ აქტს მოაწერა ხელი.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში 2 სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, მცხეთა–მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე შპს ,,ტონი და კომპანიას“ დირექტორი, დიმიტრი ფერაძე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More