შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადაიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მლეთაში დიდთოვლობაში ჩარჩენილ მძღოლებს სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას განაგრძობენ. იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ვარაუდოებენ, თუმცა ყინვა შენარჩუნდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.
საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებისა და ყოფილი ხელმძღვანელის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით, საშობაო ეპისტოლეს შეფასებასა და "იდენტობის" ოფისთან ხვალ დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More