03:31 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების ბრალდებით,  სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების  დირექტორი დააკავეს.
 

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განაღმვის სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მილსადენზე აფეთქების გზით მოსალოდნელი საფრთხეების და მათზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩაუტარდათ.

ომბუდსმენი: ვაზაგაშვილების საქმის გამოძიებასთან შენიშვნა არ მაქვს
შსს-მ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული მამუკა ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გადადგა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა აკაკი ხასაიამ თანამდებობა დატოვა. 

 

გომელაური იმედოვნებს, რომ ლიკანში პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულ პირს მალე დააკავებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ ლიკანში პოლიციელების დაჭრაში  ბრალდებულ პირს  მალე დააკავებენ.
 

ლევან ჩაჩუა: სამხარაულმა მითხრა, დილას 7 საათზე ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერი გადაღებულიაო
ქუთაისში ბიბლიოთეკა გაქურდეს

ქუთაისში ბიბლიოთეკა გატეხეს და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

 

სოფელ კვირიკეს მოქმედი და ყოფილი რწმუნებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურეობრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულები, ასევე ერთი  მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

 

ბათუმში სატვირთო ავტომობილები გაქურდეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილები გაქურდეს.

ლეონიდ თიბილოვის სიძე გარდაცვლილი იპოვეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო  პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სიძე ცხინვალში, გარდაცვლილი იპოვეს.
 

ფოთში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს

ფოთში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს.
 

საქართველოში მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ზომების შედეგად, მანჩესტერის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან თანამშრომლობით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 1960 წელს დაბადებული ვაქილ ბადოევის ექსტრადიცია განხორციელდა.
 

შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1945 წელს დაბადებული მურად წ. ბაღდათში დააკავეს.

შსს–ს ექვსი თანამშრომელი „მარიხუანას“ მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics