02:49 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ელისაშვილი: თუ ბიძინა გიორგობიანს მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა

"თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები ბიძინა გიორგობიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. 

 

პრემიერ-მინისტრი ნინო გვენეტაძეს ხვდება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ხვდება.

 

თამარ სანიკიძე: „სკოლამდელი განათლების“ შესახებ კანონი შემუშავებულია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, წინა სასკოლო მზაობაზე, ანუ „სკოლამდელი განათლების“ შესახებ კანონი უკვე შემუშავებულია. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

 

პარლამენტმა შესაძლოა მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს

პარლამენტმა შესაძლოა მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში, სისხლის სამართლის რეფორმის უწებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესი განიხილა

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. 

 

თამარ სანიკიძის შეფასებით, სამინისტროსთან გამართულ აქციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის შეფასებით, სამინისტროსთან გამართულ აქციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

 

დავით ბაქრაძე საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში“ სიტყვით გამოვიდა.  

 

პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ელგუჯა ხოკრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის თხოვნა თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

 

თინა ხიდაშელი: არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს

არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყავთ თავის ვალდებულებებს ვერ განახორციელებს.

 

წულუკიანი: ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა

ელგუჯა ხოკრიშვილის სახით, მთავრობას ძალიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი მინისტრი გამოგვაკლდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდეობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

შალვა შავგულიძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრ შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის წევრები შეიცვალონ.

 

ხიდაშელი: ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აღმოჩენა იყო

ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ელგუჯა ხოკრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, საუკეთესო აღმოჩენა იყო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ელგუჯა ხოკრშივილის მიერ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას.

 

საქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება

საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში,  ლევან ნიჟარაძე კატმანდუში იმყოფება.
 

ელგუჯა ხოკრიშვილმა გადადგომის მიზეზები განმარტა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics