06:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მარგველაშვილი: თუ დაუმტკიცებელი მინიტრებიც მინისტრები ყოფილან, რა სირთულეა პროცესის ერთი კვირით გადადება

„თუ  დაუმტკიცებელი მინისტრებიც მინისტრები ყოფილან, რა სირთულეა პროცესის ერთი კვირით გადადება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის „ბოლო ვერსია“ პრემიერის პრესკონფერენციამდე მოისმინა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის „ბოლო ვერსია“ პრემიერის პრესკონფერენციამდე მოისმინა.
 

ცისკარიშვილი: ხიდაშელის იურიდიული განათლება ის ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს ნათელს მოჰფენს

„დიდი იმედი მაქვს, რომ თინა ხიდაშელის იურიდიული განათლება ის ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს საზოგადოებისათვის დამაჯერებელ ნათელს მოჰფენს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში მინისტრობის ახალი კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

 

თინა ხიდაშელი: ზუსტად ისე ვარ მინისტრი, როგორც ბერუჩაშვილი ან გომელაური

ზუსტად ისე ვარ მინისტრი, როგორც მაგალითად თამარ ბერუჩაშვილი ან ვახო გომელაური,– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

ღარიბაშვილმა ხიდაშელის, აგულაშვილისა და ხეჩიკაშვილის მინისტრად დანიშვნის ბრძანება გამოსცა

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილის დანიშვნის ბრძანება გამოსცა. 

ნოდარ ხადური: პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა. 

 

ნოდარ ხადური: მთავრობის დამტკიცების 1 კვირით გადადება პრობლემებს ქმნის

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების 1 კვირით გადადება  პრობლემებს ქმნის. 

შალვა თადუმაძის განმარტებით ხიდაშელს, აგულაშვილს და ხეჩიკაშვილს მინისტრის უფლებამოსილებები აქვთ

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილს და ტარიელ ხაჩიკაშვილს შეუძლიათ, მინისტრის უფლებამოსილება განახორციელონ. 
 

მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა

„დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

 

წულუკიანი: ისე დავგეგმეთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება, ხელს არ შეგვიშლის
თეა წულუკიანი: ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო, მთავრობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო
შალვა თადუმაძე: მთავრობა ჩვეულებრივ ფუნქციონირებას აგრძელებს

მთავრობის საპარლამენტო მდივანის შალვა თადუმაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი უფლებამოსილებას ინარჩუნებს და შესაბამისად, მთავრობა უფლებამოსილია, თავისი საქმიანობა განახორციელოს. 
 

რიჩარ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს

მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სოსო ცისკარიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისათვის მიცემული დავალება კონსტიტუციის შეურაცხყოფაა

„პრემიერ-მინისტრის დავალება, რომელიც მან პრეზიდენტს მისცა, რომ 1 დღის განმავლობაში დაემთავრებინა მასაც და პარლამენტსაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები, კონსტიტუციის შეურაცხყოფაა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების კომენტირებისას განაცხადა.

 

თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის უფროსს გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.

 

მიხეილ გიორგაძე: კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ

„მან კონსტიტუციით მინიჭებული 1 კვირიანი ვადა გამოიყენა და ჩვენ რა თქმა უნდა კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს პრეზიდნეტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით განუცხადა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics