პრეზიდენტი რომის პაპს: ვიმედოვნებ, თქვენი ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მძლავრი გზავნილი იქნება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, რომლის თანადგომითაც აღნიშნული ვიზიტის განხორციელება მოხერხდა.