თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი აქინ ოზთურქი ხელმძღვანელობდა.
თურქეთში შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.
თურქეთში 2 745 მოსამართლე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა და ერთიანობისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება.
თურქეთის გელჯუკის სამხედრო–საზღვაო ბაზაზე ამბოხებულმა სამხედროებმა ფრეგატი დაიკავეს, თურქეთის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალი კი, ტყვედ აიყვანეს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების 8 მონაწილე სამხედრო შვეულმფრენით საბერძნეთში გადაფრინდა და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
თურქეთის ავიახაზებმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან ფრენები აღადგინა.
თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი სამხედრო მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისლამურმა სახელმწიფომ" ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოვებული სააგენტო Amaq-ი იუწყება.
ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, - ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More