მდინარაძე მანერების შემსწავლელ კურსებზე: ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია, გულწრფელი არ ვიქნები
"კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, მსგავს დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ, რომ ანალოგიური საკითხები აქტუალური არ გახდეს",-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ბიუჯეტში თანხის გამოყოფას იმისათვის,რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა კარგი მანერების შემსწავლელი კურსები გაიარონ.