ნინო გოგუაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში სამარცხვინო სიტუაციაა და ეს ხელისუფლების დამსახურებაა
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ერთი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევა, რომლის შემდეგაც, პარლამენტის მეშვეობით, კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინეს, - ასე შეაფასა „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით.