ფიქრია ჩიხრაძე: არაწარმომადგენლობითი პარლამენტის მიუხედავად, ეს ქართველი ხალხის არჩევანია
„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ხელშია საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიუხედავად იმისა პარლამენტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი როგორი სურვილი და მოლოდინი შეიძლება ჰქონდა საზოგადოებას, მაინც ბუნებრივია ეს არის ხალხის არჩევანი“,-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა.