17:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 11:00:26, 1649 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოფო კილაძე: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პრემიერი ძალიან ძლიერი გუნდით

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ თითქოს მთავრობის  ეკონომიკური გეგმის გამო მალე შეიძლება პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, საფუძველს მოკლებულია.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ძალიან ძლიერი პრემიერი ჰყავს და მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.

„ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს. რაც შეეხება რეალობას, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პრემიერი ძალიან  ძლიერი გუნდით. ამიტომ არ მგონია ასეთი განცხადებები რაიმე სერიოზულ ობიექტურ, ხელმოსაჭიდს ეყრდნობოდეს. არასერიოზულად ვუყურებ ამ ყველაფერს“,-აღნიშნა კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics