00:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-16 17:24:38, 733 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის

ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს.

მისივე თქმით, ილუზია, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან გასცემს ბრძანებას, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოუვათ.

„ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი ამას წყვეტს ქვეყნის მოსახლეობა. ის ილუზია, რაც თქვენ გაქვთ, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებას გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დააბარებს, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ ეს.

ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის. ყველაფერი იცის ქართველმა ხალხმა.

გინდა ინდივიდუალურად, ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ ხართ მოღალატეები. ეს არის მოცემულობა და რეალობა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით. აქ [ვგულისხმობ] ყველას ვინც, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში, ყველას აბსოლუტურად“,- აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics