მიმდინარე წლის 18 მარტს, ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, 10:00-დან 18:00 საათამდე, გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდათ.
დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ყოფილი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები ნაცემ ფოტოჟურნალისტს ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან და დამნაშავის დასჯის პირობას დებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემების ხარისხის და საკადასტრო სისტემის დახვეწაზე მუშაობას აგრძელებს.
სტრასბურგის სასამართლო ქართველი იურისტის დამატებით პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More