21:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი დააკავა.

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები – დევი გ. და ედნარ შ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დევი გ-მ და ედნარ შ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ემელსი მუქერიას აჭარაში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 000 აშშ ამერიკული დოლარი შესთავაზეს.

“მიმდინარე წლის 18 დეკემბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, აღნიშნულმა პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს წინასწარ გადასცეს მოთხოვნილი თანხის 20% – 20 000 აშშ ამერიკული დოლარი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

თბილისში რესტორან "თავადურში" მიხეილ ხუბუტიას სცემეს

თბილისში რესტორან “თავადურში” ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას, “რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარეს სცემეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

‹ წინა12...119211931194შემდეგი ›