00:56 - 01 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-31 13:53:31, 1102 ნახვა

რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო

რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა საქართველოში ძირითადადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) ფოკუსირდება, სადაც ისინი აკონტროლებენ სამხედრო ობიექტებსა და უსაფრთხოების სისტემას, ასევე ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და რუსული გავლენის გაძლიერებას, თუმცა მათი არალეგალური ოპერაციები ზოგჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზეც ვრცელდება, რაც დაზვერვისა და პროპაგანდის მეთოდებს გულისხმობს. 

თუმცა მძლავრად გაიზარდა რუსული სპეცსამსახურების გავლენა საქართველოს დანარჩენ ტესაქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების, კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აქტივობის შესახებ ინფორმაცია არსებობს. ყოფილი რუსი აგენტების განცხადებით, ისინი საქართველოში ჯაშუშური საქმიანობის მიზნით იგზავნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში რუსეთის აგენტების გამოვლენა გართულდა, თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა, გარკვეული პირები ან ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოში გადიოდეს. 2025 წლისთვის ამ ტენდენციების გაგრძელება მოსალოდნელია, თუმცა კონკრეტული გეგმები უცნობია.რიტორიაზეც .

დღეს რუსეთში სამი ძირითადი სპეცსამსახურია: ფე-ეს-ბე, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, ეს-ვე-ერი, საგარეო დაზვერვა და გრუ, რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ძირითადად ეს-ვე-ერ-ისა და გრუ-ს ფუნქციაა უცხოეთში ღია და საიდუმლო მასალების მოპოვება, თუმცა ეფ-ეს-ბე-საც მიენიჭა დაზვერვის ფუნქცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, რუსეთს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო ე.წ. პოლიტიკური მკვლელობების შემკვეთი და განმახორციელებელი ჯგუფი, რომელიც სამივე ამ სამსახურს აქვს.

როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ბესო ალადაშვილი ამბობს, რუსული სპეცსამსახურების მიერ ღია მკვლელობები მსოფლიო მასშტაბით 2004 წლიდან იწყება, როდესაც გრუ-ს ორმა ოფიცერმა ყატარში მოკლა იანდარბიევი, ფარული მკვლელობა კი უამრავი აქვთ ჩადენილი და მათ შორის ყველაზე ძლიერ და სანდო სპეცსამსახურად გრუ მიიჩნეოდა.

ალადაშვილის თქმით, საქართველოში სამივე რუსული სპეცსამსახური აქტიურად მუშაობს. საბჭოთა დროს ეფ-ეს-ბე და გრუ გაერთიანებული იყო, მას "კა-გე-ბე", სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ერქვა და რუსეთს დღესაც ხელს აქვთ "კაგებეს" მთელი არქივი - აგენტურები, ფსევდონიმები, ოპერატიული მასალები და რუსები მას დასაშანტაჟებლად იყენებენ, მათ შორის საქართველოშიც.

"როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაშინ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-ი) ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო აგენტურის შეგზავნა, გადაბირება და ამ მოძრაობის გახლეჩა. შემდეგ აფხაზეთის ომშიც აქტიურად მუშაობდა რუსული სპეცსამსახურები. შევარდნაძის ხელისუფლების დროს იგორ გიორგაძისა და შოთა კვირაიას მოსვლით რუსული აგენტურა იყო სახელისუფლებო შტოებში და ღიად მოქმედებდნენ. 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძის აფეთქების შემდეგ შეიცვალა ვითარება და რუსეთის სპეცსამსახურები ისე ღიად ვეღარ მოქმედებდნენ," - აღნიშნავს ალადაშვილი.

„ყველგან!“ ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანაშემწემ გიორგი ჩიკვაიძემ ჟურნალისტს კითხვაზე, რამდენად ღრმად არიან შეჭრილნი რუსული სპეცსამსახურები საქართველოში. „ფაქტიურად, მათ აქვთ 100%-იანი დაქვემდებარება და წვდომა, დღევანდელი მონაცემებით“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს პროცესი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, „მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი გადავიდნენ ამ სპეცოპერაციის აქტიურ ფაზაზე, რასაც მოყვა მთელი რიგი მოვლენები, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

რუსეთის ყოფილი აგენტები, რომლებიც FSB-მ (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) გადაიბირა და მისთვის მუშაობდნენ, CNN-თან ინტერვიუში ჰყვებიან, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა ისინი გარკვეული პერიოდით საქართველოში მიავლინა სპეციალური მისიით.

25 წლის მიხაილ სოკოლოვი ახლა ამსტერდამშია და ნიდერლანდებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მან ამერიკულ ტელეარხ  CNN-უამბო, 2016 წელს, როცა 19 წლის სტუდენტი იყო, როგორ გადაიბირა FSB-მ. სოკოლოვის თქმით, ის სტუდენტობისას სხვადასხვა სახის აქტივიზმში ჩაერთო, ძირითადად, ადგილობრივ დონეზე კორუფციის საკითხებით იყო დაინტერესებული, რამაც მისით სპეცსამსახურების დაინტერესება გამოიწვია.

როგორც სოკოლოვი ამბობს, ის სამხედრო კომისარიატში დაიბარეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად, სადაც მას FSB-ს ოფიცერი დახვდა და ორი არჩევანი შესთავაზა — ან ორწლიანი პატიმრობა, ან სპეცსამსახურთან თანამშრომლობა. სოკოლოვის თქმით, მას ციხეში წასვლა შეეშინდა იქ არსებული ძალადობრივი რეჟიმის გამო და აგენტობას დათანხმდა. მან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ოფისში დაიწყო მუშაობა და იქიდან აწვდიდა ინფორმაციას FSB-ს. როგორც ის ამბობს, FSB-ში სჯერათ, რომ ამერიკული CIA (დაზვერვის ცენტრალური სააგენტო) ნავალნის საშუალებით ცდილობს რუსეთში ხელისუფლების გადატრიალებას და სოკოლოვის ფუნქციაც სწორედ CIA-სა და ნავალნის კავშირების დამადასტურებელი მტკიცებულებების პოვნა იყო, რაც მან ვერ შეძლო.

მიხაილ სოკოლოვი იხსენებს, რომ ნავალნის დაპატიმრების შემდეგ ის მიავლინეს საქართველოში, რათა ნდობა მოეპოვებინა მზარდ რუსულ დიასპორაში, იმ რუს ოპოზიციონერებში, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიების შიშით გაიქცნენ.

„მათ [FSB-ში] სჯერათ, რომ ქართული სპეცსამსახურები CIA-ის დავალებით იბირებენ რუს ოპოზიციონერებს“, — განუცხადა სოკოლოვმა CNN-ს. მან იქვე დასძინა, რომ აღნიშნულის მტკიცებულებას ვერ მიაგნო.

CNN ასევე ახსენებს FSB-ს კიდევ ერთ აგენტ ვსევოლდ ოსიპოვს, რომელიც რუსეთში ოპოზიციის დევნის დაწყების შემდეგ ასევე საქართველოში მიავლინეს აქ მყოფი ოპოზიციონერების სათვალთვალოდ.

ოსიპოვი ამბობს, რომ საქართველოში გამოშვებისას დაავალეს თბილისში მყოფი ორი ოპოზიციონერის, იაროსლავ კონვეისა (LPR) და ანტონ მიხალჩუკის (Free Russia Foundation) თვალთვალი. თუმცა, ოსიპოვის თქმით,  ორივე მათგანი პირადად ნახა და გააფრთხილა.

bellingcat-ის დამოუკიდებელი გამოძიების მიხედვით, გრუ-ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) ერთ-ერთი ოფიცერის ვინაობა, რომელსაც 2016 წელს მონტენეგროს გადატრიალებაში მონწილეობისთვის ბრალი წაუყენეს, ცნობილია. მეტიც, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელზეც bellingcat-სა და Insider-ის ჟურნალისტები მუშაობდნენ, აღნიშნული პირი საქართველოში არაერთგზის იმყოფებოდა, მათ შორის, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, მოისეევი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ბულგარეთსა და საბერძნეთში. სურათში ჩანს, რომ გრუ-ს ოფიცერი თბილისსა და ბათუმში 2013-2015 წლებში 4-ჯერ ჩამოვიდა.

"რუსული სპეცსამსახურები ამუშავებენ პროექტს უკრაინაში მებრძოლების იმიჯის და შემართების შესალახად.

უნდათ გაგვტეხონ სულიერად და მოლარულად, რადგან საქართველო -რუსეთის "დამეგობრების" ხელის შემშლელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვართ სწორედ ჩვენ!

ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ პროვოკაციებს და მთავარია გვესმოდეს როგორც ქვეყანაში ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ვერაგ მტერთან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენი სრული განადგურება!"  -ამბობს ლადო გამსახურდია, უკრაინაში მებრძოლი "კავკასიის ლეგოინის" მეთაური.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი