|
2025-12-24 22:54:16, 1204 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპზე გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისივე თქმით, სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიხურა, რათა გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები და არ შეეშალოს ხელი საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფილად ჩატარებას. პროკურორის განმარტებით, საქმეში ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობის საკითხი, რაც კომპლექსურ დანაშაულს წარმოადგენს და ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას ყველა დეტალს სრულად მიაწვდის. "იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის საკმაოდ სენსიტიური, მრავალი დეტალი იკვეთება და გამოძიება მუშაობს მრავალ დეტალზე. მე მესმის, რომ არის საზოგადოების უდიდესი ინტერესი [...] თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები, რათა გამოძიებას მიეცეს საშუალება სრულყოფილად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება. არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმით და გარემოებით ზეწოლა და რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების ინტერესიც. [...] ამიტომ მოვითხოვეთ პროცესის დახურვა. [...] ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, მათ შორის, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის საკითხი, რაც, ბუნებრივია, იწვევს დიდ ინტერესს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული. [...] გამოკითხული არიან შემხებლობაში მყოფი პირები. ამ საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რასაც თქვენ მამხილებელს უწოდებთ. [...] ამ საქმეში კონკრეტული პირები, ვინ არიან გამოკითხული, ვერ გიპასუხებთ ჯერჯერობით.
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)