|
2025-12-29 17:25:28, 1178 ნახვა
სამართალი
ოცნების ლიდერი ირაკლი კირცხალია და მისი ოჯახი თბილისში 10-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ფლობენ
ოცნების ლიდერი ირაკლი კირცხალია და მისი ოჯახი თბილისში 10-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ფლობენ - ინფორმაციას აი, ფაქტი • ifact.ge ავრცელებს. კირცხალიას ხელფასი 2025 წლამდე 3 800 ლარი იყო, თუმცა პარალელურად ის ბიზნეს-საქმიანობასაც ეწევა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ის 2012 წლის შემდეგ 6 კომპანიას ფლობს, რომლებიც სამშენებლო სექტორში საქმიანობენ. "აი, ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიებით კირცხალიას ქონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: • 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში. ადგილობრივებზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს, რომ კირცხალიას ოჯახი აქ მარნის მოწყობას აპირებს • 5 ბინა ვერაზე, ერთ საცხოვრებელ კორპუსში. ქონება 2016-2020 წლებშია შეძენილი. ამავე მისამართზე კირცხალია ფლობს ავტოფარეხებსა და სათავსოებს და ამ ყველაფერში 840 000 ლარი აქვს გადახდილი • ამავე ქუჩაზე მეზობლად აქვს 2 კერძო სახლი - ჯამში 1300 კვ/მ მანსარდით აივნებითა და ტერასით - შეფასებულია, სულ მცირე, 1.2. მილიონ დოლარად • სამსართულიანი კერძო სახლი მზიურის პარკთან, რომელსაც თვეში 5 ათას ლარად აქირავებდა • 112 კვ.მ. ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის ჩიხში, რომელიც კირცხალიას 16 წლის შვილზე აქვს გაფორმებული. ბინა 2014 წელს, 130 000 დოლარადაა შეძენილი. არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული 61.50 კვ.მ ბინა გუდაურშიც, რომელიც 2014 წელს, 45 000 დოლარადაა შეძენილი • კირცხალიას ბინები აქვს ორთაჭალაშიც - ჯამში 98 კვ.მ • ფლობს მიწის ნაკვეთებს ზუგდიდის სოფელ განმუხურში - 2752 კვ/მ • მანგლისში - 2300 კვ/მ მიწა, რომელიც 92 000 ლარის ღირებულებისაა • 2024 წელს საბანკო ანგარიშებზე 786 000 ლარი ჰქონდა, 82 000 დოლარი კი ნაღდი ფული • კირცხალიას ცოლს ჰყავს "პორშე", ხოლო თავად 150 000-ევროიანი “ლენდ როვერი” • დეკლარაციის მიხედვით, 2023-24 წლებში მოგზაურობაში 100 000-ობით ლარი დახარჯა
ოცნების ქალების ინიციატივა შობადობის წახალისაებაზე, გორის მერიამ არ დააფინანსა
ოცნების ლიდერი ირაკლი კირცხალია და მისი ოჯახი თბილისში 10-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ფლობენ
რუსეთმა დაკარგა თანამგზავრების თანავარსკვლავედი, რომელიც ბირთვული რაკეტების გაშვებას აკვირდებოდა
უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - რთული მდგომარეობაა იმერეთისა და სამეგრელოში
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
DeepState: რუსებმა ჰულიაიპოლთან ახლოს ტყვედ აყვანილი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში რეფერენდუმის დროს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)