|
2025-12-31 13:29:25, 765 ნახვა
ეკონომიკა
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
2025 წელს გამოჩნდა, რომ საქართველოს წლების მანძილზე კრიმინალი ჩინოვნიკები მართავდნენ. ბრალდებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის უფროსი, გენერალური პროკურორი. ბრალდებების ჩამონათვალშია კორუფცია, ფულის გათეთრება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მკვლელობის შეკვეთაც კი. 2025 წლის 29 იანვარს, შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს - „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" ედება ბრალად. 30 დეკემბერს, ყოფილ მთავარ პროკურორს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გამოცხადებულია ძებნა. 2023 წლის სექტემბერში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“ ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა. 2025 წლის 24 დეკემბერს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წინა დღით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს - რომლის ახლო გარემოცვიდანაც მანამდე არაერთი ადამიანი დააკავეს. ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან - მათ შორის ქოლ-ცენტრებთან და ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე. 11 სექტემბრის შემდეგ დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე - ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] ბრალდებით ასამართლებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ჩხრეკისას მას სახლში 6 500 000 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ღარიბაშვილი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ნოემბერში პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა „ოცნების“ კიდევ ერთ პრემიერ-მინისტრს - ამჟამად ოპოზიციონერ გიორგი გახარიას, რომელიც ევროპაში იმყოფება. მისი ბრალდებები „20 ივნისისა” და “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეებს უკავშირდება. ორივე ეს ეპიზოდი მომხდარია 2019 წელს, რის შემდეგაც გახარია, შს მინისტრობიდან, თავად „ოცნებამ“ პრემიერად დააწინაურა. ჯერჯერობით საქართველოში კვლავ არ დაბრუნებულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, რომელთან დაკავშირებითაც კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება. ოფიციალური ვერსიით, ივლისში, რიჟვაძემ თვითმკვლელობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის სახლში სცადა და მალევე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ის ევროპაში მკურნალობს და პირადად მასთან დაკავშირება შეუძლებელია. 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ საქართველო „მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა“, და კორუფციისა და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდის შესახებ გააფრთხილა. „ასეთ ქვეყნებში, მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება“, – განაცხადა ორგანიზაციამ. „სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია“ და „არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო“, რომელიც შეძლებდა კორუფციაზე ღიად საუბარსა და მის წინააღმდეგ რეალურ მოქმედებას. ამასთან, ყალიბდება კლეპტოკრატია, ვინაიდან „ელიტური კორუფციის დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობა, შინაარსი და ფიგურანტების ვინაობა მიანიშნებს მაღალი დონის კორუფციის სისტემურ ხასიათზე“. ორგანიზაციის თქმით, მიმდინარეობს კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლა, როდესაც საგამოძიებო ორგანოები ემსახურებიან მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირებებს და გარჩევებს, მაშინ, როდესაც „ელიტური კორუფციის ასობით დოკუმენტირებული შემთხვევა ისევ თაროზეა შემოდებული“. როგორ იპარავან ქოცებისაბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით
მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა რომ გამოვყოთ:
2. სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემა
3. ე.წ. „ატკატების“ სქემა – მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სისტემური პოლიტიკური კორუფცია
4. ლიცენზიები და ნებართვები გავლენიანი პირებისთვის
5. სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციით ან იჯარით
6. მორგებული კანონების მიღება გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით
7. დაუსაბუთებელი შემოსავლის შენიღბვა საჩუქრების გამოყენებით
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავეს, ხოლო აზერბაიჯანული კომპანიის სამ მენეჯერსა და ერთ საერთაშორისო ექსპერტს დაუსწრებლად ბრალი წარედგინათ. საქმე ეხება კორუფციულ გარიგებებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, 2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია. ორი დღის წინ ლევან კუპატაშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)