|
2025-12-29 13:21:01, 543 ნახვა
პოლიტიკა
კაძელაშვილი: დაკავებამდე, თავისუფლების სანაცვლოდ, TV IMEDI-ს ეთერში დაჯდომა შემომთავაზეს
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ვასილ კაძელაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე, თავისუფლების სანაცვლოდ, პროპაგანდისტული და სამთავრობო TV Imedi-ს ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. წერილს, სადაც ვასილ კაძელაშვილი ამაზე საუბრობს, TV Pirveli ავრცელებს. "მოგესალმებით! მადლობა მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ერთგულება, გაფასებთ და მიყვარხართ. დაკავებამდე, გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ შემომთავაზეს იმედის ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა, თუმცა ვერ გამტეხეს და ციხეში წასასვლელად გავემზადე. ახლა, როცა ვითომ პრეზიდენტის შეწყალების საკითხი დადგა, მინდა გითხრათ: 2025-საც ციხეში შევხვდით, 2026-საც ციხეში შევხვდებით, 2027-საც და იმდენ წელს, რამდენიც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება. არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ვერაფერს ვაღიარებთ, რაც არ ჩაგვიდენია. გილოცავთ დამდეგს. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და წინსვლის წელი. ბოლომდე!", - ნათქვამია ვასილ კაძელაშვილის წერილში. 23 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და დარღვევებზე ისაუბრებს. აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
DeepState: რუსებმა ჰულიაიპოლთან ახლოს ტყვედ აყვანილი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში რეფერენდუმის დროს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)