03:12 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 23:18:15, 1452 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სჯერა რომ უკრაინელები თავს დაესნენ პუტინის რეზიდენციას. ამის შესახებ თავად ტრამპმა განაცხადა.

"პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. ნამდვილად არ არის კარგი. არ დაგავიწყდეთ, რომ მე Tomahawk-ების გამოყენება შევაჩერე. ერთია შეტევითი მოქმედებები და კიდევ სხვაა ადამიანის სახლზე თავდასხმა. ახლა ამის დრო არაა. შესაძლოა, შეტევა ისე არ მომხდარა როგორც ამბობენ, მაგრამ პუტინმა მითხრა, რომ ეს მართლაც მოხდა" - თქვა ტრამპმა.

ცოტახნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა პუტინს ზელენსკისთან მოლაპარაკებების შედეგები მიაწოდეს. უშაკოვის თქმით, ტრამპი „შოკირებული და აღშფოთებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობით“. მან განაცხადა, რომ თავდასხმა „გავლენას მოახდენს ზელენსკისთან მუშაობისადმი ამერიკული მიდგომის საკითხზე“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სერგეი ლავროვის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. თავდაცვის  უწყების ბოლო საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ნოვგოროდში ღამით საჰაერო სისტემებით 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ლავროვი კი ამტკიცებდა, რომ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინელებმა შეტევის მიტანა  91 დრონით სცადეს და ყველა გაანადგურეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის რეგიონში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე მასშტაბური თავდასხმის განხორციელება სცადეს დრონების გამოყენებით. მან განაცხადა, რომ დარტყმაში 91 დრონი გამოიყენეს. „ყველა [უკრაინული] უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის ან უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა (ციტირებულია TASS-ის მიერ).




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი