12:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 11:59:59, 251 ნახვა

კომენტარი
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს

რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს ევროპელობა ასწავლოს. -პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, რა შედეგი მოჰყვება ღია წერილს, რომლითაც ირაკლი კობახიძემ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტასა და რობერტა მეცოლას დანიასთან დაკავშირებით მიმართა. 

"ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული, თითქოს დანიამ, გერმანიამ თუ სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს, როგორია სწორი ცხოვრება, სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მოვიცილოთ გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვთ ეს საკითხები გამოძიებული. დანიაში დღემდე არავინ არის დასჯილი იმ სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ დანიაში ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
„გვირილას" ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics