03:52 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-25 22:36:21, 369 ნახვა

სხვადასხვა
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს

პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შეიქმნა.

როგორც რუსეთის მთავრობის საინფორმაციო საშუალება "სპუტნიკის" ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის მთავარი მიზანია "საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი".

ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც მათი შეფასებით რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: "რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული." 

მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება [ინტერნეტში]. 

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა- იუწყება "სპუტნიკი".

გულბაათ რცხილაძე, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი და ლიდერი აცხადებს, რომ იმუშავებენ არა მხოლოდ საჯარო განცხადებების მონიტორინგზე, არამედ გადახედავენ საკანონმდებლო ბადესაც და საჭიროების შემთხვევაში დააყენებენ მისი შეცვლის წინადადებებსაც თუ დაინახავენ, რომ რომელიმე საკანონმდებლო აქტი თავისი შინაარსით რუსოფობიურია.

გულბაათ რცხილაძის თანახმად, ეს ინიციატივა მის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, "ევრაზიის ინსტიტუტსა" და რამდენიმე მეგობარ ჯგუფს ეკუთვნის.

„რუსოფობია“ ზოგადად რუსების მიმართ არსებულ შიშებს ან მიუღებლობას აღნიშნავს, თუმცა დღეისათვის კრემლი მას სტრატეგიულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის.

მოსკოვი „რუსოფობიის“ იარლიყს იყენებს ნებისმიერი ლეგიტიმური კრიტიკის გასანეიტრალებლად. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია ან უფლებადამცველები საუბრობენ რუსეთში მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ან სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაზე, რუსეთის ოფიციალური უწყებები ამ ფაქტებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, კრიტიკოსებს „რუსოფობიაში“ ადანაშაულებენ.

მეზობელ სახელმწიფოებში სამხედრო ან პოლიტიკური ჩარევის ერთ-ერთი მთავარი საჯარო მოტივი სწორედ ეთნიკური რუსების ან რუსულენოვანი მოსახლეობის „რუსოფობიისგან“ დაცვაა. კრემლი ქმნის დეზინფორმაციულ კამპანიებს, სადაც სუვერენული სახელმწიფოების ენობრივ თუ კულტურულ პოლიტიკას დისკრიმინაციად და ეთნიკურ წმენდადაც კი ნათლავს, რითაც შემდგომში საკუთარ აგრესიას „მშვიდობისმყოფელურ“ ან „ჰუმანიტარულ“ მისიად ასაღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics