|
2020-02-28 15:10:19, 2016 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ მისი ვალდებულება კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით უპირობოა
„რამდენიმე დღის წინ, მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ მისი ვალდებულება გადახდასთან დაკავშირებით უპირობოა“, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდის საკითხს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მათ მიერ წარდგენილ სიაში რუსეთს ეჭვი ეპარება. „ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დავიწყეთ დავა იქიდან, რომ რუსეთი ამბობდა − საერთოდ დეპორტაციას და ჩვენი მოქალაქეების კოლექტიურ გამოძევებას ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზე. ჩვენ ეს დავა მრავალი წლის პროცედურული, სხვადასხვა პერიპეტიის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მოვიგეთ. თავიდან სია იყო წარდგენილი ძალიან მცირე, რადგან ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ვთვლიდით, რომ შეიძლებოდა, უბრალოდ, საილუსტრაციო სიის საფუძველზე დადგენილიყო დარღვევები, თუმცა, შემდეგ შევხედეთ, რომ რუსეთს შეეძლო, ამით ესარგებლა და, სირთულეების მიუხედავად, შევქმენით სრულყოფილი სია და წარვადგინეთ ასეულობით ადამიანის კონკრეტული სია. რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა რუსეთის პოზიციები და ამის წყალობით ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოვიგეთ. დავაზე გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და რუსეთი უკვე მინისტრთა კომიტეტის წინაშე უკვე ეჭვქვეშ აყენებს ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და ყველაფერს აკეთებს პროცედურულად იმისთვის, რომ 10 მლნ ევროს ოდენობის თანხა საქართველოს არ ჩაურიცხოს. მას მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ 10 მლნ ევრო მე საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ საქართველომ უნდა მითხრას, ამ თანხას რომ ჩავურიცხავ, ვისზე განაწილდება. ჩვენ მიერ წარდგენილ სიაზე ის ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ იქ ზოგიერთი ადამიანი არის მსხვერპლი, რომ ნამდვილად ეს თანხაა გადასახდელი და ა.შ. კარგია, რომ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტზე ჩვენ ვითხოვთ საჯარო დებატებს და განხილვებს და ეს ჩვენი მოთხოვნა კმაყოფილდება. სულ რამდენიმე დღის წინათ მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ მისი ეს ვალდებულება გადახდასთან დაკავშირებით არის უპირობო. ის ვერავითარ პირობას − რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს − ვერ დააყენებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩარიცხოს; თანხა, რომელსაც დიდი ხანია, უკვე ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით, რადგან, როგორც იცით, როდესაც მოპასუხე არ ჩარიცხავს თანხას, ეს თანხა საგრძნობლად იზრდება. ჩვენ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, როდესაც რუსეთი ერთსა და იმავე არგუმენტს აყენებს − რომ მას სჭირდება სია, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს სია არსებობს. ჩვენს არგუმენტს მინისტრთა კომიტეტი ყოველ ჯერზე იზიარებს და გამოსცემს საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას, სადაც ახსენებს რუსეთს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და რომ უპირობო ვალდებულებაა ამ თანხის ჩარიცხვის, რომელსაც, როგორც უკვე გითხარით, ერიცხება პროცენტები. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჯერ რუსეთს დავის წაგება არ უნდოდა, არც იმის აღიარება უნდოდა, რომ დარღვევები იქნა ჩადენილი ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებით და ახლა არ უნდა, თანხა ჩარიცხოს და იყოს წაგებულის პოზიციაში. სხვა ახსნა ამას, უბრალოდ, არ აქვს. გასაკვირი აქ, ალბათ, არაფერია, როდესაც ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. თანხაზე საუბარი მას არ სურს, მით უმეტეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგიდან წელს უკვე ველოდებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პირობებს უყენებს. კერძოდ, ის არ აპირებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდას, ვიდრე დაზარალებულთა ზუსტი სია არ ექნება. ამასთან, რუსეთი ქართულ მხარეს დარღვევების და თანხის ოდენობის დაზუსტებას თხოვს.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)