2026-05-27 21:37:45, 270 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
დღეს, პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, ის ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.
მანამდე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ის პოლიციელზე ძალადობის მუხლით დააკავეს.
გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა.
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,