00:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 18:28:48, 1737 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო

„ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო“, - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარების თაობაზე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ამბობდა, რომ დაიცავდა ბალანს, რათა ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციები და მეორე მხრივ, ნაკისრს ვალდებულებებზე უარი არ ეთქვათ.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბალანსს დავიცავდით, ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციები და რისკი, კანონი არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ, ჩვენს ნაკისრს ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. დამკვიდრებული პრაქტიკაც არის ასეთი და ჩვენ შევთანხმდით - სტრასბურგში ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც. შესაბამისად, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ თვის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება. როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს, ქვეყანას აყენებს ზიანს თუ „ქართულ ოცნებას“, ამ დროს ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემი აზრით“, - განაცხადა უმრავლესობის ლოდერმა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი, რომლის ჩატარებაც მაისში თბილისში იგეგმებოდა, სტრასბურგში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics