00:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 12:50:55, 1105 ნახვა

კომენტარი
ბურჯანაძე აშშ-ს ელჩთან ვიზიტზე - გამოთქმული იყო სურვილი, რომ შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო

„გამოთქმული იყო სურვილი, რომ შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან სადილის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის ელჩთან შეხვედრა მნიშვნელოვანი აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ბუნებრივია, გამოთქმული იყო სურვილი, რომ მოგვეძებნა გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, ყველა,  როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, გადავიდნენ ნორმალურ საარჩევნო გარემოში და  იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო.​ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია, ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, გუშინ  საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics