00:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 13:22:21, 1718 ნახვა

კომენტარი
კალანდიას ბაბუა - „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს

„სარალიძე „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს“, - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე, მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხელისუფლება არის უნიათო და უპრინციპო, ხოლო ბრძოლას კანონიერი გზით განახორციელებენ.

„ეს არაა მართლმსაჯულება, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მთელი ეს ბრძოლა აქეთკენ მიჰყავდათ. სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება არის უხერხემლო, უნიათო. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ კანონიერად. ვერ ატყობთ, რომ აქ არ არესებობს სამართალი. ეს ხელისუფლება უპრონციპოა“, - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდეს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics