|
2020-02-20 15:43:00, 1454 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე კალაძის განცხადებაზე - მეტი კახა, ბიძინა, აჩიკო, მეტი დაჩი და მეტი ნუკრი, რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უკეთესია ჩვენთვის
„მეტი კახა, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი და მეტი ნუკრი. რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უკეთესია ჩვენთვის. ვინც კი წერა-კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე თბილისის მერის, კახა კალაძის განაცხადა - „მეტი ვანო ოპოზიციას". მანვე თქვა, რომ სიტყვა „დამხობა“ხატოვანი გამონათქვამია და ივანიშვილის რეჟიმი არის დამხობის ტოლფასი, რადგან რეალურად, ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ. „ვანო მერაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი იყო, რომ მონაწილეობას აპირებს ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამონათქვამი. ივანიშვილის რეჟიმი არის დამხობის ტოლფასი, რადგან რეალურად, ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ. ზღაპარში როგორც გველეშაპი დაეპატრონება წყალს, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს დაახლოებით ასე დაეპატრონა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას. მას არ უთქვამს, რომ ხელისუფლების შეცვლას იარაღით ან ძალადობრივი გზით აპირებს. პოლიტიკას თავისი ლექსიკა აქვს. უამრავი პოლიტიკური სინონიმია – შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, გაძევება, ამხობა, დამხობა. ეს გამოიყენება საკუთარი აზრის წარმოსათქმელად. მას ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა არ უთქვამს. ვანო მერაბიშვილი იქნება ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა. სად იქნება და როგორ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. გასაკვირი არაფერია, რომ შვიდწლიანი, უსამართლო პატიმრობის შემდეგ ადამიანმა დაისვენოს. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, მეტი კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“. რაც უფრო მეტი კალაძე ეყოლებათ, მით უფრო წარუმატებლები იქნებიან. მეტი კახა, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი და მეტი ნუკრი. რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უკეთესია ჩვენთვის. ვინც კი წერა-კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)