02:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 12:19:41, 1825 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე უგულავას დაკავებაზე - ეს „ქართული ოცნების“ უკომპრომისო დამოკიდებულებაა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე

„ეს არის „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების უკომრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას.

მდინარაძემ ოპოზიციონერების კრიტიკასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს არის მათი დღის წესრიგი.

 „უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების 50 მილიონ ლარამდე გაფლანგვაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ. ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაერღვა და მას გამოუტანეს უსამართლო განაჩენი, შეუძლიათ საქმე გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics