|
2020-02-10 18:31:07, 1191 ნახვა
კომენტარი
უგულავას ადვოკატი: უზენაესმა სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა
„უზენაესმა სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, უგულავას საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრის მომზადებისას. „როგორც ვვარაუდობდით საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა. გიგი უგულავას მიმართ უდიპლომო, ყალბ დიპლომიანმა თადუმაძემ და გაბინაშვილმა, რომლებიც ახლა იქნენ არჩეული შეასრულეს დაკვეთა და გიგი უგულავას გადაუკვალიფიცირა მუხლი, რის საფუძველზეც დამატებით სასჯელად გიგის 3 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთად. გადაუკვალიფიცირა 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილიც, სასჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამნისტიის კანონის საფუძველზე და ამ განახევრებული 4 წელი და ნახევრიდან გამოაკლდა წელიწადი და 4 თვე, რაც გიგის ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე მოხდილი. ეს ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად. პროცედურულად ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს და გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრის მომზადებისას. ეს ნიშნავს ერთს, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა. ამის შემდეგ სამართლიან სასამართლოზე, ობიექტურ მართლმსაჯულებაზე, კანონიერების პრინციპზე და ა.შ. საუბარს წერტილი აქვს ამ ქვეყანაში დასმული. ბიძინა ივანიშვილმა როგორც ორი თვის წინ დააანონსა, რომ დაჭერები გაგრძელდება, ეს მოიყვანა სისრულეში და პირველი მსხვერპლი არის გიგი უგულავა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის საქმეზე“ უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)