07:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 18:12:39, 2201 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატზე: ირაკლი შოთაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ

„ირაკლი შოთაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.

მისი თქმით, შოთაძემ თავის დროზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ყველა სკამი და ყველა თანამდებობა დროებითია.

„თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი და ყველა თანამდებობა არის დროებითი და თანამდებობის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს კანდიდატი ამ თანამდებობაზე. ჩემი აზრით, ის არის ღირსეული როგორც კანდიდატი და როგორც ადამიანი. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას,  2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics