07:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-15 15:49:07, 1436 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ რობაქიძე - ანრი ოხანაშვილს ქვეყნის მოღალატე ვუწოდე და ამის გამო პოლიციაში დარეკა

„ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე, რის გამოც  მან დარეკა პოლიციაში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ განაცხადა.

ამასთან, რობაქიძე ამბობს, რომ ის ოხანაშვილს ინციდენტამდეც იცნობდა.

„ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე. ამის გამო, მან დარეკა პოლიციაში და დღეს დამაკავეს, მომისაჯეს 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა არაფერი. ვიცნობდი. ვერ აიტანა ის, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-მეთქი. რაც რეალურია, ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს“, - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics