09:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 12:35:26, 2624 ნახვა

კომენტარი
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი

„ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა კოორდინირებული საქმიანობით დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობა კარგია.

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და რა თქმა უნდა,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით. ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics