|
2018-11-22 14:45:44, 653 ნახვა
რეგიონი
შუახევში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება და სოციალური პროგრამები. მუნიციპალიტეტის 2019 წლის საწყისი ბიუჯეტი 9 600 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 4 101 700 ლარი, ხოლო განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით 2 305 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 611 700 ლარი დაიხარჯება. ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტის საჯარო განხილვას, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრები, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)