2026-05-25 11:00:58, 246 ნახვა
მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა
ჩინეთში ვიზიტის დროს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალე გადადგეს.
„შესაძლოა მალე გადავდგე“, - ციტირებს მის სიტყვებს N1 TV.
ვუჩიჩმა განმარტა, რომ არ აპირებს ვადაზე ადრე გადადგომას, როგორც ეს ადრე ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გააკეთა.
სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტური მოძრაობები ხელმძღვანელობენ და მთავარ მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს.
დედაქალაქ ბელგრადში გამართული ბოლო მრავალათასიანი დემონსტრაცია პოლიციასთან ფიზიკურ შეტაკებებში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,