|
2018-11-22 14:07:19, 636 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონში დღეს გრიპზე უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს
დღეს აჭარის რეგიონში გრიპზე უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს, აქცია დაიწყო 11:00 საათზე და გაგრძელდება 18:00 საათამდე. ბათუმში აცრების მიმდინარეობას რამდენიმე პოლიკლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე , აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი და ბათუმის განყოფილების უფროსი ნონა ეფაძე აკვირდებოდნენ. ამ დროის მონაცემებით ბათუმში აცრილია 200-ზე მეტი მსურველი. გრიპის უფასო ვაქცინაცია ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ინიციატივით.გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ! გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია! დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)