07:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 13:56:34, 2399 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუს დეპუტატებს შეხვდება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დღეს რუს დეპუტატებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლ ფაშინიანის პარტიის პრესმდივანი ტიგრან ავინიანი ავრცელებს.

მას არ დაუსახელებია იმ დეპუტატების ვინაობა, ვისთანაც მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

ასევე დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის მოედანზე დემონსტრაციაზე მივა, საიდანაც 19:00 საათისთვის დაგეგმილ მიტინგზე, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს. 

შეგახსნებთ, რომ ერევანში დემონსტრაციები მარტის ბოლოდან დაიწყო. ოპოზიცამ და მისმა მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას მიაღწიეს. ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის  თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ სომხეთის პრემიერად ოპოზიციის კანდიდატს არ აირჩევენ.

პრემიერ-მინისტრის არჩევნები პარლამენტში პირველ მაისს არის დანიშნული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics