07:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 10:43:00, 2442 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ოპოზიციური გაზეთის 15 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის 15 ჟურნალისტს, მათ შორის მთავარ რედაქტორს მურატ საბუნჯუს პატიმრობა მიუსაჯა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გაზეთის მთავარ რედაქტორს 7,5 წელი მიუსაჯეს, აღმასრულებელ დირექტორს 8 წელი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს 2,5-დან 7,5 წლამდე პატიმრობა. ამასთან, სასამართლომ 2 თანამაშრომელი გაამართლა.

ჟურნალისტები აშშ-ში მცხოვრებ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში თურქეთის ხელისუფლებამ 35 ჟურნალისტის დაკავების ორდერები გასცა. 

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა.

ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics