07:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 18:25:10, 2408 ნახვა

მსოფლიო
აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვართან გზა გადაკეტეს

ქალაქ ნოემბერიანთან, სომხეთ-საქართველოს საზღვართან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Hetq.am ავრცელებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილებ გოარ ასლიკიანმა განაცხადა, ახალგაზრდები საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიემართებიან, რათა საქართველოს სახელმწიფო საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალი გადაკეტონ.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბაგრატაშენის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაკეტილია.

ამასთან, ქალაქის მახლობლად მდებარე დასახლებების, ბერდავანისა და კოგბის სკოლების მოსწავლეები გაიფიცნენ.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთში ანტისამთავრობო აქციები განახლდა. აქციის მონაწილეები "რესპუბლიკური პარტიისა" და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის გადადგომას ითხოვენ. ამასთან, მათ მოხვონაა, პრემიერის პოსტზე ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს. სომხეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები უკვე 12 დღეა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics