07:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 10:40:41, 2045 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს

ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იმისათვის, რომ სომხეთში მდგომარეობა გამოსწორდეს, პრემიერ-მინისტრად ხალხის მიერ არჩეული კანდიდატი უნდა დაინიშნოს, - ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, თუ ხალხის ნება იქნება, ის მზად არის პრემიერის თანამდებობა დაიკავოს.

"დიდი ალბათობით ასეც მოხდება. პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაინიშნება "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი, მათ შორის არ უნდა დაინიშნოს არც პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი. მე მხარს ამომრჩეველთა 90% მიჭერს", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" მმართველობა დასრულდა და ყველა მცდელობა, მათი რეაბილიტაცია განხორციელდეს, უშედეგო იქნება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სომხეთში ვადამდელი არჩევნები 1-2 თვის ვადაში ჩატარდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics